ასოციაცია “ერთობა” არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ქართველ ემიგრანტთა და საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას.
ასოციაცია აგებულია ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. ასოციაცია არის იურიდიული პირი. მისი მოქმედების ფორმებში შედის:
1) საქართველოს საზღვრებს გარეთ -ქართული ეთნოსის აღორძინება და დაცვა; ქართული კულტურის კერების შექმნა; ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა; სკოლა-სტუდიოების დაარსება; არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საქმიანი კონტაქტების დამყარება. 2) ჰუმანიტარული საქმიანობა (უპატრონო - ინვალიდ მოხუცთა და ბავშვთა დახმარება კერძოდ საქართველოს ფარგლებში).
ეს ყველაფერი კი, თქვენის წყალობით ხდება შესაძლებელი ჩემო კეთილო ხალხო, ადამიანებისა, რომელთაც არ აბრკოლებთ, არც არსებული სიდუხჭირე, არც სამშობლოს სიშორე და არც უნდობლობის მწვავე ფიქრები...
დროა გავერთიანდეთ და ერთად ვაკეთოთ ღვთიური საქმე, დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი იმედი აქვს , რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მძიმე ვითარება. "ჩვენ" დიდი ძალა ვართ! ნუ დავიზარებთ ვაკეთოთ სიკეთე!
ორგანიზაციაში "ერთობა" გასაწევრიანებლად გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მინიშნებული გაწევრიანების ფორმულარი
ასოციაციის ანგარიშია:
INTERNATIONAL ASSOCIATION "ERTOBA" INC BANK NAME: Bank of America ABA / ROUTING NUMBER: 021000322 SWIFT CODE: BOFAUS3N BANK ADDRESS: 501 BRIGHTON BEACH AVENUE, Brooklyn, NY, 11235
საერთაშორისო ასოციაცია "ერთობა"
79 Brighton 11th-st. suite 4G. Brooklyn, NY 11235, Tel: 1(646) 250 60 55 Fax: 1 (208) 692 6953 E-mail: info@ertoba.net web: www.ertoba.net
|