|
ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი ამონარიდები ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან ფერეიდნელი "გურჯები" 1979 წელი
იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებები, მოვიტანოთ რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს: "მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)...
|