გამორჩეული პუბლიკაცია

 

მოგესალმებათ განახლებული ვებ-სტუდია "ექო" ჩვენი ძალა ჩვენსავე ერთობაშია!
 იერსახე:     ::   პუბლიკაციების ენა:
  ::  
    
 საძიებელი თავფურცელი 

 

 » ქართული ეკლესია »

 

 

 პუბლიკაციის სახეები

 

 პუბლიკაციის ტიპები

 

 საიტის რესურსები

 

* No Article
 ამ კატეგორიის კლასები

 

 »  ქართული ეკლესია  
      
 პუბლიკაციის სახეები: განსაკუთრებული
ნიუ-იორკის წმ. ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ისინი, ვინც წლების მანძილზე მოწყვეტილნი არიან სამშობლოს და უცხო მიწაზე მკვიდრობენ, უცხო ადათ-წესებისა და ზნე-ჩვეულებათა  გარემოცვაში.  მიმიხვდებიან, თუ, რა ძნელია ემიგრაციის მარწუხებში ყოფნა და მომავალი თაობის აღზრდა, ისე, რომ მშობლიური ენა, სარწმუნოება და ტრადიციული სიმდიდრეები შეუბღალავი გადაეცეს თაობიდან-თაობას და შენარჩუნებულ იქნეს ქართული სული. ძნელია მიწის ზედაპირიდან მოწყვეტილის უცხო, ფესვგამდგარ ნიადაგზე დამყნობა...

ავტ.: თეა კანდელაკი;  2008.29.7 ; ნახვა: 5503 ; კომენტარები: 13 : შეფასება (5.00 / შემფასებელი 1)

ღირსი იოანე სინელი - კიბე ანუ კლემაქსი
ღირსმა მამამ ბრძნულად განსაჯა, რომ აღემართა ჩვენთვის ასასვლელი, რომელიც უფლის ხორციელი ასაკის (თანარიცხვედი) შესაბამისი იქნებოდა; რადგანაც უფლის 30 წლის სრული ასაკის შესაბამისად მჭვრეტელურად გამოგვისახა კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისაგან შედგება; მისი საშუალებით, როდესაც უფლის ასაკის სისრულეს მივაღწევთ, ჩვენ აღმოვჩნდებით ჭეშმარიტად მართალნი და დაცემისკენ მიდრეკილება აღარ გვექნება ხოლო იგი, ვინც ამ საზომს ვერ მიაღწევს ის ჯერაც ჩვილია და გულის ზუსტი მოწმობით სრულიად არა სრულყოფილია. ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პირველ ყოვლისა ამ წიგნში ღირსი და ყოვლადბრძენი მამის ცხოვრება მოგვეთავსებინა, რათა მისი ღვაწლის მხილველთათვის უმეტესად სარწმუნო ყოფილიყო მისი სწავლება.

ავტ.: თეა კანდელაკი;  2007.29.3 ; ნახვა: 5032 ; კომენტარები: 1 : შეფასება (5.00 / შემფასებელი 1)

წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ნაწერებიდან
საზოგადოდ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნების მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც, სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება, რადგან საქართველოს ჯერხანად  არ ემეტება მოღვაწეები.

ავტ.: გეორგიანელი;  2007.15.1 ; ნახვა: 5831 ; კომენტარები: 1 : შეფასება (5.00 / შემფასებელი 1)

მამა გაბრიელი სიყვარულზე

ღმერთი არის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ.

ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება.

P.S. უდიდესი სიმდაბლის და სიყვარულის მქონე გაბრიელ ბერი,



ავტ.: გეორგიანელი;  2006.25.1 ; ნახვა: 5502 ; კომენტარები: 2 : შეფასება (3.00 / შემფასებელი 2)

პ ი რ ვ ე ლ თ ქ მ ა

გონიერი გული მომეც, უფალო, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შევძლო...

შეგნებული მაქვს რა ჩემი უღირსობა, რა თქმა უნდა, მარადიული დუმილის დაცვა მმართებდა... მაგრამ რადგანაც ყველაფერი კარგია თავის დროზე, ხოლო მე ვხედავ, რომ ეკლესია... ზღვის ქარიშხლისაგან ერთმანეთზე ატეხილი ტალღებით დღეს თითქოს- და მიმოდაიტაცება; მღელვარებს და შეშფოთებულია მაცდური სულების ყოვლადმოუთმენელი მოხდომით; რომ კვართიცა ქრისტე- სი ზეგარდამო მოქსოვილი... აწ განიყოფა; რომ მისი სხეული განიკვეთება სხვადასხვა ნაწილებად, ამიტომ ჩავთვალე, რომ კე- თილგონიერი არ იქნებოდა დადუმება და ენის შებორკილება, რადგან ვხედავ ...



ავტ.: თეა კანდელაკი;  2005.29.11 ; ნახვა: 5488 : შეფასება (3.67 / შემფასებელი 3)

წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავის მისტერია
                                   წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავის მისტერია


გაიოზ მამალაძე


ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს, წინაპრის საფლავი.


წინაპრის საფლავი ყოველ დროში და ყოველ ქვეყანაში საკრალურ ადგილად ითვლებოდა.


განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გმირის, რელიგიური მოღვაწის, მეფის და სხვა დიდი ადამიანების ძვალთშესალაგს ყველა ნაციისათვის. დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობიან ასეთ ადგილებს: აშენებენ მავზოლეუმებს, სალოცავებს. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეში ამზადებდა თავის საძვალეს და ცდილობდა, რომ მისით სიკვდილის მერეც აღფრთოვანებულიყვნენე. დაწყებული პირამიდებიდან სხვადასხვა მონარქნი და ამა ქვეყნის ძლიერნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პომპეზურობით, სილამაზით, სიმდიდრით...ქრისტიანობამ სხვა დატვირთვა მისცა გამოჩენილ ადამიანებს, დამსახურებულ ქრისტიანებს, წინაპრების საფლავებს. ისინი მოლოცვის, განწმენდის ადგილად იქცა. ქრისტიანობამ პომპეზურობაზე უარი თქვა. თუმცა ამით სიდიადე სულაც არ დაუკარგავს წმინდანების საფლავზე აგებულ სალოცავებს, პირიქით...



ავტ.: თეა კანდელაკი;  2005.26.8 ; ნახვა: 7711 ; კომენტარები: 2

მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის
იყვნენ რა ყოველი მხრიდან გარშემორტყმულნი მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებით, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ დაემორჩილებინათ ისინი და გადაეყვანათ თავიანთ სარწმუნეობაზე, ქართველები ყოველთვის მამაცურად იბრძოდნენ და ღვთის შეწევნით მოიგერიეს მათი მეზობლების თავდასხმები და დაიცვეს მათი პატარა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა,

ავტ.: გეორგიანელი;  2005.20.4 ; ნახვა: 5252 ; კომენტარები: 1 : შეფასება (5.00 / შემფასებელი 1)

ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის (ნაწილი I)
ბრწყინვალე ისტორიული გზა და განსაკუთრებული ესქატოლოგიური როლი, რომლისთვისაც მოწოდებულნი არიან ქართველები, წარმოადგენენ ღვთის ჯილდოს მათი შეურყეველი ქრისტიანული რწმენისა, მართლმადიდებლობისადმი მოშურნე ერთგულებისა და სახარებისეული დიდი სათნოებისათვის...კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული, ხოლო დავითის კლიტე აღნიშნავს მის ესქატოლოგიურ როლს...ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებლისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში

ავტ.: გეორგიანელი;  2005.18.4 ; ნახვა: 5440 ; კომენტარები: 1 : შეფასება (5.00 / შემფასებელი 2)


ჩვენებურები თურქეთიდან

მოინახულეთ, ისიამოვნეთ, გაამხნევეთ, გამხნევდით

  Clean cookies installed by this site
© სტუდია ექო - Web Studio Echo

Powered by ERI V.2.7.7
© ERI