|
|
| პუბლიკაციის სახეები:
ახალი
|
|
|
|
|
|
|
ე.წ. “აფხაზეთის ასსრ-ში” მისახედია სხვა მრავალი უნიკალური ძეგლი ქართული კულტურისა, როგორც მაგალითად, გალის რაიონში: შუასაუკუნეთა ძეგლები-მუხურის ეკლესია, საბერიოს ეკლესია, კულანურხვას ეკლესია; გულრიფშის რაიონში-ბაღმარანის სამონასტრო კომპლექსი, კელასურის კოშკი და ეკლესია, ოქტომბრის (ოლგინსკოეს) კოშკი, გვირაბი და გალავანის ეკლესია, ჩიახიშის მთის ეკლესია (XII ს.), ჩხალთის ეკლესია; ოჩამჩირის რაიონში-აბააჟვახუს ციხე და ეკლესია, აძიუბჟის ბაზილიკური ეკლესია “მარმალაბაა” (XIII ს.), ბესლახუბის ეკლესია, ზაგანის ეკლესია, მიშველის “ფიჭვის ეკლესია” (“ფიჭუ ოხამე”), ჭლოუს ეკლესია და გალავანი, ჯღერდის ეკლესია (VI ს.), ჯირღულის ეკლესია; სოხუმის რაიონში-ბესლეთის ეკლესია, ზემო ეშერის აბგირზიხის ეკლესია (XII ს.) და სხვა ეკლესიები, ციხეები და კოშკები.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2005.9.8
; ნახვა: 3655 |
|
|
|
|
არ უნდა დავხუჭოთ აგრეთვე თვალები იმ ფაქტზეც, რომ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ხელოვნურად შუღლის გაღვივება ისტორიულად ურთიერთმონათესავე, მოძმე ხალხებს შორის და თქვენს მიერ აღნიშნული ფაქტებიც ამ შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად. ყოველივე ამან კულმინაციას მიაღწია 1978 წელს, როდესაც დაიწყო მასობრივი ანტიქართული აქციები, რასაც ქართველთა ხოცვა-ჟლეტაც კი მოჰყვა. ყოველივე ეს პროვოცირებული იყო მოსკოვიდან ველიკორუსული შოვინიზმის მიერ. აგრეთვე, პროტურქული ელემენტების მიერ, რომელნიც აფხაზეთის რუსეთთან შეერთების ნიღაბქვეშ მალავდნენ ოცნებას აფხაზეთის თურქეთთან შეერთებისას, რაზედაც მოწმობს 70-იან წლებში თურქეთში ოფიციალურად გამოცემული რუკა, სადაც თანამედროვე აფხაზეთი შეერთებულია ჩრდილოეთ კავკასიასთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2005.15.1
; ნახვა: 2248 |
|
|
|
|
ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2004.19.12
; ნახვა: 2218 |
|
|
|
|
მე აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ თბილისში 1956 წლის 9 მარტს უიარაღო პირთა მიმართ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მსურს დავუმატო, რომ ჩემი ქმედებანი მიმართული იყო არა საბჭოთა ხელისუფლებისადმი, არამედ სამხედრო სარდლობის მიმართ. სამხედროებში მე ვგულისხმობ იმ პირებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება ესროლათ თბილისში კავშირგაბმულობის სახლთან შეკრებილი ხალხისათვის. კონკრეტულად თუ ვინ გასცა ბრძანება, მე არ ვიცი, მაგრამ მე მათ დამნაშავეებად ვთვლი... უნგრეთის მოვლენებს მე ვთვლი დანაშაულად უნგრელი ხალხის მიმართ. არამართებულად მივჩნევ საბჭოთა ჯარების მიერ ძალადობას მასებისადმი.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2004.19.12
; ნახვა: 11313 |
|
|
|
|
ძმანო, მოვექცეთ სარწმუნოებაზე, დავიბრუნოთ წინაპრების სარწმუნოება, რამეთუ წავწყდებით სიმრავლეთაგან, მოვწყდებით ცოდვათა შინა. აი, მერაბის ანდერძი, ძმანო! ვემსახუროთ უფალს, რომელსაც მსახურებდნენ ჩვენი წინაპრები, განვიწმინდოთ გულნი ჩვენნი. აი, მერაბის ანდერძი, ძმანო!
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2004.19.12
; ნახვა: 2572 |
|
|
|
|
ხშირად მახსენდებოდა მამაჩემის ნათქვამი: “როგორც XIX საუკუნე იყო საუკუნე პიროვნების საბოლოოდ გათავისუფლებისა, ასევე XX საუკუნე არის საუკუნე ერების გათავისუფლებისა! იცოდე, რომ საბოლოოდ ერები გათავისუფლდებიან და საქართველოც გათავისუფლდება ამ საუკუნის ბოლომდე”,-აი, ამას შთამაგონებდა ყოველთვის და ეს გამომდინარეობდა საერთოდ ისტორიის ლოგიკიდან. ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევდა, ამის რწმენა! მაშინ, ბუნებრივია, იყო უიმედობა, ისეთი ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიმარჯვა ამ ტენდენციამ, როგორც ხედავთ, ეს არის ერების გათავისუფლების საუკუნე.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2004.9.12
; ნახვა: 3366 |
|
|
|
|
თუ ისინი ჩვენ გვაღიარებენ როგორც უცხო სახელმწიფოს (როგორც ეს ცხრათა განცხადებაშია), მაშინ ლოგიკური იქნება, გაიყვანონ საოკუპაციო ჯარი საქართველოდან. ადრე თუ გვიან, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებების საფუძველზე. ჩვენ ამ მოლაპარაკებისთვის მზადა ვართ და თავდაცვისთვისაც ვემზადებით. გარდა ამისა, თუ საქართელო გახდება გაეროს წევრი, გვეძლევა შესაძლებლობა, გართულების შემთხვევაში გაეროს ჯარების შემოყვანისა.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2004.8.12
; ნახვა: 2119 |
|
|
|
|