|
|
| პუბლიკაციის სახეები:
ახალი
|
|
|
|
|
|
|
|
მე მინდა დეტალურად გესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის პირევლი დღიდან, მართალია დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებსთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლებები და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ, ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთა ვარ, მეგობრებო.
|
|
ავტ.:
თამარ;
2005.11.4
; ნახვა: 3784 |
|
|
|
|
|
სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება ,,დემოკრატიული ინსტიტუტების” განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ,,ინსტიტუტებია” ,,მხედრიონი”, ,,გვარდია”, ,,სამხედრო საბჭო” ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას. სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს...ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2005.17.3
; ნახვა: 3150 |
|
|
|
|
გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2005.17.3
; ნახვა: 2981 |
|
|
|
|
წალენჯიხა საქართელოს სიმბოლოდ მესახება-მასავით დარბეული და გაძარცვული, მასავით გაუტეხელი და მედგარი. “წალენჯიხის ზარებიც” ალბათ იმ გატაცებულ ზარებს გვახსენებენ. იმ ზარების გამტაცებლები ხომ დღეს მთელ საქართველოს ძარცვავენ. მინდა მივუსამძიმრო ყველა ჭირისუფალს-დედებს, დებს, მშობლებს, მეუღლეებს, მათთან ერთად ვგლოვობ ყველა დაღუპულს. მაოცებს გმირობა და სიმტკიცე ჩვენი ხალხისა, რომელსაც ვერავითარმა უბედურებამ ვერ ააღებინა ხელი სამართლიანობისათვის ბრძოლაზე.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2005.15.3
; ნახვა: 2957 |
|
|
|
|