|
|
|
|
|
|
გვერდი 1 / სულ 2
[
1
|
2
]
|
|
|
|
|
გორაზე წამოგვეწია შობა.…ნაძვებიდან ჩემმა საყვარელმა ნიავმა დაუბერა. რიონისპირს გადავხედე, ჭალას და უხმოდ ატუზულ, ალაგ-ალაგ ნისლში ჩაძირულ ზევსისდარ ხვამლსაც ავაწვდინე თვალი. ფაფუკი ფიფქები სახეში მცემდნენ და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა ამ დუნიაზე. დავაბიჯებდი თოვლში მახარობლებს გამოყოფილი, მარტოობის სურვილით შეპყრობილი და ხორციელად შობილ ღმერთს ვავედრებდი ჩემს ოცნებას. ღვთისმშობელს ეპატიჟებოდნენ და იხმობდნენ ოჯახები ანთებული კანდელებით შინ მაცხოვრის შობისათვის. ლამაზი იყო საქართველო და ჩემი სოფელი შობის ღამეს.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2007.8.1
; ნახვა: 4941
; კომენტარები:
1 |
|
|
|
|
|
კარნავალია. მზის სხივთა ქვეშეთ ადამი მხილობს, და ნიღბებს იხსნის. რა საშინელი სანახავია ადამთა მოდგმის უნიღბო გრიმი.
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2006.23.9
; ნახვა: 4866
; კომენტარები:
1
: შეფასება (5.00 / შემფასებელი 1)
|
|
|
|
|
ადამიანის ცხოვრება წუთისოფლად გამოცდაა და აქ მთავარია, თუ ვინ როგორ გაივლის ამ გამოცდის ერთობ რთულ პროცესს
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2006.30.8
; ნახვა: 5322
; კომენტარები:
2
: შეფასება (5.00 / შემფასებელი 2)
|
|
|
|
|
ზოგჯერ,ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის, უკიდურეს ჟამსაც კი, შენგან, მცირედი ყურადღება და თანაგრძნობის გამოხატვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალური დახმარება... ამიტომ, სანამ შეგიძლია ნუ დაშვრები, რადგან, საჭირო გახდე ვინმესათვის, თვითოეულთა ხვედრია მხოლოდ და ხედავდნენ იმედს მხოლოდ შენში - ღვთის დიდი მადლი... და თუ, არ გინდა ჟამიდან-ჟამზე, სინდისი შენი გექცეს მწამებლად, ეცადე მუდამ გააკეთო რაიმე კარგი და დაინახე,რომ, ეს "ტიტული", ჭეშმარიტია და არა ფარსი. ადამიანო! არავინ იცის ცხოვრება ქვეყნად უმზადებს ვის რას, რადგან, დანახვა საკუთარ თავის ძნელად აღმავალ საფეხურს მიჰგავს...
|
|
ავტ.:
თეა კანდელაკი;
2006.28.8
; ნახვა: 3780
: შეფასება (5.00 / შემფასებელი 1)
|
|
|
|
|
ტარიელი ყველაზე მეტად საქართველოს მაგონებს, მანაც ჩვენსავით დაკარგა სამშობლო, ცხოვრობს მისტიურ ქვაბში, პარალელი - ლაზარეს მოკვდინება, მიძინება.. მხსნელი ავთანდილია - მესსია... რომელსაც აღთქმა აქვს დადებული, რომ იპოვნის და იხსნის "უცხო მოყმეს", აღთქმა სული წმიდის ხატებასთან, რომელსაც პოემაში თინათინი ქვია!
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2006.8.8
; ნახვა: 6074
; კომენტარები:
2
: შეფასება (4.00 / შემფასებელი 7)
|
|
|
|
|
|
ჩემო გულმოკლულო აღმაშენებლებო, მეფე გიორგნო და არსაკიძეებო, თარაშ ემხვარებო, ტაია შელიებო, სისხლნო და ნაწილნო, ჩემო ქართველებო.
ჩემო ზევსებო და დიონისეებო, ჩემო მშიდობებო, აპოკალიფსებო. მზისფერა სახეებო, ზღვისფერა გულებო, ნისლფერა სულებო, გამჭვირვალენო და ასე ხილულებო, ხმალაწვდილნო და დარბაისელნო, დასისხლულებო და მომღიმარო ჩემო ქართველებო
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2006.4.4
; ნახვა: 4521
; კომენტარები:
3
: შეფასება (5.00 / შემფასებელი 2)
|
|
|
|
|
ნაძვებს ქარი თითქმის აწვენს... ანუ ქარი ქრის... ქრის ქარი, თუ როგორც გინდათ...
|
|
ავტ.:
ნინო კუტალაძე;
2006.26.3
; ნახვა: 3122
; კომენტარები:
2 |
|
|
|
|
გაკვირდები... საფეთქელთან ძარღვი გასკდომაზეა..
|
|
ავტ.:
ნინო კუტალაძე;
2006.23.3
; ნახვა: 3372
; კომენტარები:
2
: შეფასება (3.00 / შემფასებელი 2)
|
|
|
|
|
|
გარეჯის უდაბნოში 6000 ბერი ამოწყვიტა აბასის სისასტიკემ. (1616 წ.) ერთმა ბერმა გაქცევით უშველა, თურმე თავს. უკვე შორს მყოფმა,
|
|
ავტ.:
ნინო კუტალაძე;
2006.10.3
; ნახვა: 1792
; კომენტარები:
2 |
|
|
|
|
კითხულობს დიდოსტატი, კონსტანტინე გამსახურდია
|
|
ავტ.:
გეორგიანელი;
2006.3.3
; ნახვა: 4524
; კომენტარები:
1 |
|
|
|
|
|
გვერდი 1 / სულ 2
[
1
|
2
]
|
|
|
|