გამორჩეული პუბლიკაცია

 

მოგესალმებათ განახლებული ვებ-სტუდია "ექო" ჩვენი ძალა ჩვენსავე ერთობაშია!
 იერსახე:     ::   პუბლიკაციების ენა:
  ::  
    
 საძიებელი თავფურცელი 

 

 » ჩვენს შესახებ »

 

 

 პუბლიკაციის სახეები

 

 პუბლიკაციის ტიპები

 

 საიტის რესურსები

 

 »  ჩვენს შესახებ > შემოქმედებითი ჯგუფი
 
    
 პუბლიკაციის ტიპები: დოკუმენტები
 პუბლიკაციის სახეები: განსაკუთრებული
სტუდიის მოკლე ისტორია

ვებ სტუდია "ექო" 1999 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მისი დამაარსებელი და გამომცემელი იყო და  არის  ჟურნალისტი გოჩა ბახია.

 ვებ გამოცემა დაბადებისთანავე ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ტექნოლოგიურად მოწინავე ქართულ ვებ სივრცედ და მაშინათვე  მოიპოვა ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი საინფორმაციო გამოცემის სახელი.

 საწყის ეტაპზე პროექტი ერთობლივი ძალისხმევით  განახორციელეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკური ემიგრაციის  ფინეთის სათვისტომოს წარმომადგენლებმა  და მაღალი ტექნოლოგიის უძველესმა ქართულმა საწარმომBPG-InfoTech მა.

ვებ სტუდია "ექო" იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფად  BPG-InfoTech პროდუქტს "სხარტი გამომცემელი"-ის მონაცემთა ბაზებს,რომლის  ტექნოლოგიურ დახვეწა- გამოცდა სტუდიის  მეშვეობით მოხდა.

ვებ გამოცემა "ექო"-მ ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" 2001 წლის ვებ კონკურსზე მოიპოვა პრიზები:
ტექნოლოგიებისა და დიზაინის საუკეთესო გამოყენება და ყველაზე დემოკრატიული ,თავისუფალი  ქართული საინფორმაციო გამოცემა

გამოცემის ძირითადი ღირებულებანი და მიზნები:

 დღეს  როდესაც ქართული მასმედია უფრო და უფრო ჯიბის მასმედიის მდგომარეობაში ექცევა  ვებ-სტუდია “ექო” მიზნად ისახავს, გაფანტოს ეს ვაკუუმი და მისცეს ქართველთა ეროვნულ ინტელექტუალურ ძალებს გამოვლინებისა და განვითარების საშუალება, ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიოს ცივილიზებულ ერების ოჯახში ღირსეული,კუთვნილი ადგილის დამკვიდრების საქმეს.

სტრატეგიული პოლიტიკა, სოციოლოგიურ გამოკვლევები, პროგრამულ უზრუნველყოფა ამ ვებ გამოცემისათვის შეიმუშავა BPG-InfoTech-მა და   დაეხმარა  გამოცემას  ვების გაქართულების უახლესი ტექნოლოგიების შექმნაში, ხოლო  ვებ-სტუდია "ექო" თავის მხრიდან  კი ამ ტექნოლოგიებიების გამოცდა- დანერგვაში.

გამოცემის იურიდიული სტატუსი:

  დღეს პორტალი აერთიანებს მრავალგვარი შინაარსისა და მიმართულების საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებულ, ინოვაციურ ქართულ გამოცემებს.

2005 წლის 22 სექტემბრიდან   ვებ-სტუდია "ექო" მთლიანად გამოეყო" ბპგ ინფოტექს"   როგოც დამოუკიდებელი  ვებ -გამოცემა .

შეიქმნა შემოქმედებითი  ჯგუფისაგან  ახალი მხატვრული ხელმძღვანელობა   და იურიდიული ადმინისტრაცია.

ვებ-სტუდია "ექო" წარმოადგენს კერძო, იურიდიულ,ინტელექტუალურ საკუთრებას და  მისი უფლებები მთლიანად  დაცულია.

გამოცემის აქციები განაწილებულია  გამომცემელსა და რედკოლეგიის წევრებს შორის.

გამოცემის ადმინისტრაცია

 



ავტ.: თეა კანდელაკი;  2005.3.6 ; ნახვა: 1912 ; კომენტარები: 2 : შეფასება (5.00 / შემფასებელი 1)


ჩვენებურები თურქეთიდან

მოინახულეთ, ისიამოვნეთ, გაამხნევეთ, გამხნევდით

  Clean cookies installed by this site
© სტუდია ექო - Web Studio Echo

Powered by ERI V.2.7.7
© ERI