გამორჩეული პუბლიკაცია

 

მოგესალმებათ განახლებული ვებ-სტუდია "ექო" ჩვენი ძალა ჩვენსავე ერთობაშია!
 იერსახე:     ::   პუბლიკაციების ენა:
  ::  
    
საძიებელი თავფურცელი

 

 სარჩევი

 

* No Publication
* No Publication
* No Publication
* No Publication
* No Publication
* No Publication
* No Publication
* No Publication
* No Publication
* No Publication
 კლასების საძიებელი

 

 პუბლიკაციის სახეები

 

 პუბლიკაციის ტიპები

 

 საიტის რესურსები

 

  სტატიები
    რედაქტორისაგან
      •  ასოციაცია “ერთობა”
   
 ასოციაცია “ერთობა” არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ქართველ ემიგრანტთა და საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას.
           ასოციაცია აგებულია ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. ასოციაცია არის იურიდიული პირი. მისი მოქმედების ფორმებში შედის: 

2006.16.11

      •  წერილი ღმერთს
   
  შუაღამე იდგა...


               საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა...

2006.27.10

      •  გაბრიელ გარსია მარკესის ”ბოლო სიტყვა...”
   
”თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთი ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ.
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას.

2006.30.9

     » მეტი…

    პოლიტიკა
      •  ინა სოხაძე: "ტკივილი სიტყვად..."
   
ტრაგედიიდან გამარჯვებამდე

2006.8.4

      •  კონსტიტუციური მონარქია
   

 გაიოზ მამალაძე

ქართლოსიან, ფარნავაზიან, მირიანიან, გორგასლიან, გვარამიან _ ბაგრატიონი
იესეან, დავითიან, სოლომონიან, სოლომონიან, _

აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ, იბერიიდან წარმოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და, ამავე დროს, ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს.
                                                         კირილე ლავრიოტისი

  

2005.13.6

    საზოგადოება
      •  ნატალია ბერიძე პიზის ფოსფენის ფესტივალზე
   
"ტუსია" ბერიძე გერმანიაში დაარსებული თანამედროვე ქართველ ხელოვანთა გაერთიანების, "გოსლაბი"-ს ერთ-ერთი წევრია და კოლეგებთან ერთად ობერჰაუზენის ფილმების ფესტივალის პრესტიჟული პრემიის გამარჯვებულიც. კარიერა ალბომით "TBA a.k.a. Tusia Beridze" 2003 წელს დაიწყო როგორც ვიდეოხელოვანმა; ორ წელიწადში კი უკვე თავისი მეორე ალბომი "Annulé"-ც გამოუშვა

2008.10.3

      •  Pilgerreise: Warszawa – Roma
   
Es gibt Momente im Leben, in denen sich die Größe des Geschehens dem menschlichen Sprachausdruck entzieht. So war es auch an jenen Tagen, als die Welt von der Krankheit und dem Tod des Papstes Johannes Paul II. erfahren hat. Und wenn man bei alledem doch zugestehen muss, dass man zumindest manchmal im Leben das Gefühl hat, sich zum richtigen Zeitpunkt am richtigen Ort zu befinden, so traf dies damals vollkommen zu, – als ich, statt in meiner Wahlheimat Bayern zu verweilen, dank einer glücklichen Fügung des Schicksals immer noch unter meinen Landsleuten in Warschau war.

2005.23.4

      •  რომიდან: პაპი გარდაიცვალა
   
რომი მთლიანად გლოვაშია... ტელევიზია, რადიო, ხალხი, ყველანი ჩუმად არიან... ამ წუთებში საოცარი აპლოდისმნეტების ტალღამ გადაუარა წმ. პეტრეს ბაზილიკის წინ შეკრებილ ასობით ათასობით ადამიანს, რაც მთლიანად აწ გარდაცვლილ პაპს მიუძღვნეს. გამოდიან სხვა და სხვა რელიგიათა ლიდერები: მუსულმანები, ბუდისტები, ებრალები და გამოთქვამენ თავიანთ დიდ მწუხარებას...

2005.3.4

     » მეტი…

    ადამიანის უფლებები
      •  მიმართვა ცოტნე გამსახურდიას მხარდასაჭერად
   

Zvirfaso batono/qalbatono

P pativi maqvs mogmarToT aSS-Si mcxovreb qarTvel
emigrantTa erTi jgufis saxeliT da gacnoboT im araadamianur da danaSaulebriv qmedebaTa Sesaxeb, rasac de-faqto prezident saakaSvilis xelisufleba da samarTaldamcavi organoebi (ministri vano merabiSvili) iCenen cotne zviadis – Ze gamsaxurdias mimarT!

2010.3.1

      •  ვსვავ კითხვას
   
შევარდნაძის "ბრწყინვალე" მოღვაწეობამ საქართველს ისეთი ტკივილი მოუტანა, რომლის მიყუჩებას 100 წელი თუ არა 70 წელი მაინც დასჭირდება. (ხაზი ესმევა მიყუჩებას, რომელიც მორჩენას არ ნიშნავს)

2006.19.1

  ერისკაცები
    ეროვნული გმირები
      •  იქ სადაც სულები მშვიდდებიან ...
   
მას სხვანაირად ესმის სიცოცხლე, მისთვის სიცოცხლეა სამშობლო, სამშობლოს ვერ დატოვებს, სხეულს დაუთმობს მის მიწას,
მერე მის სხეულს ატარებენ ლომები საქართველოდან საქართველოში, მერე იჩქერიაში, რათა, როდესმე იგი კვლავ სამშობლოს მიწას მიაბარონ.
ჯერ ჩეჩენმა ხალხმა დაიტიროს, რათა ჩვენ, ქართველებს, ყოველთვის გვავგვიანდება პატივისცემა.
ვაი ტკივილო.
ტკივილო მისი ტკივილისა.

2007.3.4

      •  საქართველოს სარანგო!
   

მერაბ, მოგმართავ  ადამიანს, რომელიც სიცოხლეშივე  ლეგენდებიდან და წმინდა ხატებიდან გადმოსულ მხსნელად ესახებოდი შენს ერს.

2005.21.11

      •  ვეკუა კონსტანტინე: "შავლეგო"
   

წარსულიდან მოხვედი, სიმართლისთვის მებრძოლი,
გიხდებოდა, შავლეგო, ხელში ექსკალიბური,
ვერ გამარცხა ბნელეთმა, ნათლის შუბით ებრძოდი,
მტერმა შენში ვერ ჩაკლა შემართება ჯიქური.

2005.26.5

     » მეტი…

    გამსახურდიების გენეალოგია
      •  კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ზვიადს
   

გზაში გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები, ყველანი სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე მაღალი და ზემყარი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსებოდა იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც, ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.

2006.14.12

    ზ.გამსახურდიას დისიდენტობა
      •  ზვიად გამსახურდია: "დროა ბოლო მოეღოს"
   
ე.წ. “აფხაზეთის ასსრ-ში” მისახედია სხვა მრავალი უნიკალური ძეგლი ქართული კულტურისა, როგორც მაგალითად, გალის რაიონში: შუასაუკუნეთა ძეგლები-მუხურის ეკლესია, საბერიოს ეკლესია, კულანურხვას ეკლესია; გულრიფშის რაიონში-ბაღმარანის სამონასტრო კომპლექსი, კელასურის კოშკი და ეკლესია, ოქტომბრის (ოლგინსკოეს) კოშკი, გვირაბი და გალავანის ეკლესია, ჩიახიშის მთის ეკლესია (XII ს.), ჩხალთის ეკლესია; ოჩამჩირის რაიონში-აბააჟვახუს ციხე და ეკლესია, აძიუბჟის ბაზილიკური ეკლესია “მარმალაბაა” (XIII ს.), ბესლახუბის ეკლესია, ზაგანის ეკლესია, მიშველის “ფიჭვის ეკლესია” (“ფიჭუ ოხამე”), ჭლოუს ეკლესია და გალავანი, ჯღერდის ეკლესია (VI ს.), ჯირღულის ეკლესია; სოხუმის რაიონში-ბესლეთის ეკლესია, ზემო ეშერის აბგირზიხის ეკლესია (XII ს.) და სხვა ეკლესიები, ციხეები და კოშკები.

2005.9.8

      •  ზვიად გამსახურდია: "ღია წერილი ფაზილ ისკანდერისადმი"
   
არ უნდა დავხუჭოთ აგრეთვე თვალები იმ ფაქტზეც, რომ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ხელოვნურად შუღლის გაღვივება ისტორიულად ურთიერთმონათესავე, მოძმე ხალხებს შორის და თქვენს მიერ აღნიშნული ფაქტებიც ამ შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად. ყოველივე ამან კულმინაციას მიაღწია 1978 წელს, როდესაც დაიწყო მასობრივი ანტიქართული აქციები, რასაც ქართველთა ხოცვა-ჟლეტაც კი მოჰყვა. ყოველივე ეს პროვოცირებული იყო მოსკოვიდან ველიკორუსული შოვინიზმის მიერ. აგრეთვე, პროტურქული ელემენტების მიერ, რომელნიც აფხაზეთის რუსეთთან შეერთების ნიღაბქვეშ მალავდნენ ოცნებას აფხაზეთის თურქეთთან შეერთებისას, რაზედაც მოწმობს 70-იან წლებში თურქეთში ოფიციალურად გამოცემული რუკა, სადაც თანამედროვე აფხაზეთი შეერთებულია ჩრდილოეთ კავკასიასთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

2005.15.1

      •  1956 წლის პროკლამაცია
   
ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენ საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

2004.19.12

     » მეტი…

    ზ.გამსახურდიას ნაშრომები
      •  ზვიად გამსახურდია: "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გამოძევების შესახებ" (I ნაწილი)
   
ადამიანის მიღწევები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და, საერთოდ, ყოველგვარი მიღწევა კაცობრიობისა, შედეგია ადამიანის გონების მოღვაწეობისა, მაგრამ გონების გარდა ადამიანს აქვს უნარი, რომელიც ამ გონებაზე მაღლა დგას და ეს უნარი არის, კერძოდ, ნათელხილვის ანუ ინტუიციის უნარი. გონების მოღვაწეობას ემყარება მეცნიერული შემეცნება გარემო სამყაროსი, ფილოსოფიური შემეცნება, ხოლო რელიგია ემყარება გამოცხადებას. გამოცხადება არის ადამიანის სულის უნარი, რომელიც გონებაზე მაღლა დგას. იგი უცხადებს ადამიანს ისეთ სამყაროს, რომელსაც გონება ვერ სწვდება. გონება სწვდება მხოლოდ მატერიალურ სამყაროს დროისა და სივრცის ფარგლებში მოცემულს, ამ სამგანზომილებიან სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გონება იაზრებს და ქმნის კატეგორიებს ამ სამყაროს შესამეცნებლად და მხოლოდ თავისი კრიტერიუმებით უდგება მას, ხოლო გამოცხადებით მიღებული ცოდნა გონების მიერ ყოველთვის ვერ შეიმეცნება და ვერ გაანალიზდება, იმიტომ რომ ეს უფრო მაღალი უნარია ადამიანში და ის უცხადებს უფრო მაღალ სამყაროს, ვიდრე გონებით შიძლება შემეცნება.

2005.14.8

      •  ზვიად გამსახურდია: "სასწორთვალა და უწონადი ხმის ჭაბუკი" (წინასწარმეტყველური იგავი)
   
დრო მოდის, როდესაც მოვაჭრეებმა ადგილი უნდა დაუთმონ ცეცხლის ხაბაზებს. ამ ხაბაზებს თავის ქალებში ექნებათ თორნე, გულის კვესით შეძლებენ ენაზე ცეცხლის წაკიდებას დ ამგვარად გამოაცხობენ თორნეში უკვდავების პურს. ხმა საერთოდ აღარ ექნებათ მათ. მართალია, მათი ცეცხლი უხმოდ იმღერებს, მაგრამ იგი გააუფასურებს შენი კარისკაცების მჭექარე ხმებს. ხმის სახელმწიფოს ცეცხლის სახელმწიფო შესცვლის, ხოლო თავად შენ სიცილის ხიდზე მოგიწევს გასვლა

2005.3.1

    ზ.გამსახურდია ემიგრაციაში
      •  პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვა გალის მიტინგზე
   

მე მინდა დეტალურად გესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის პირევლი დღიდან, მართალია დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებსთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლებები და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ, ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთა ვარ, მეგობრებო.

2005.11.4

      •  ზვიად გამსახურდია: "ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს" (II ნაწილი)
   

სასაცილოა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ თურმე გენშერის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი მარკის ოდენობით კრედიტი მოხმარდება ,,დემოკრატიული ინსტიტუტების” განმტკიცებას, რაც თქვენმა მოკავშირემ, ოსტანკინოს დეზინფორმატორმა გვამცნო. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ,,ინსტიტუტებია” ,,მხედრიონი”, ,,გვარდია”, ,,სამხედრო საბჭო” ანუ ხუნტა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ძარცვავს და არბევს მოსახლეობას, რამაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიურად ყველაზე გაღატაკებულ ქვეყნად აქცია, სადაც ყოველდღიურად უკვე მრავალი ადამიანი იღუპება შიმშილით (საქართველოს რადიოს ცნობა). რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს უკანონო რეჟიმის ცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ, ეს იმპერიის მხარდაჭერისა და თქვენი დემაგოგიისა და დეზინფორმაციის ხელოვნების შედეგია. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ საკუთარმა ხალხმა უნდა გცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი ფასი არ აქვს უცხო ქვეყნების მხრივ ცნობას.
სანუგეშოა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც გადატრიალებამდე სცნეს საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, აღარ აპირებენ თქვენი უკანონო რეჟიმის ცნობას, საკუთარი ხალხი კი თქვენ არ გცნობთ არასოდეს...ქართველმა ხალხმა შეგარქვათ იუდა და ამ სახელის სკანდირება არ შეწყდება სანამ თქვენ მის მიწა-წყალზე დააბიჯებთ.

2005.17.3

      •  ზვიად გამსახურდია: "ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს" (I ნაწილი)
   
გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.

2005.17.3

     » მეტი…

    ზ.გამსახურდიას პრეზიდენტობა
      •  ეროვნული ხელისუფლება: გზა დამოუკიდებლობისაკენ (ნაწილი V)
   

ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის სფს რესპუბლიკისა და უკრაინის 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად სსრ კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, შეწყვიტა არსებობა. ამის საფუძველზე, ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, უნდა მივიჩნიოთ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამონაცვლეა, და რადგან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბწომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 1991 წლის 31 მარტს გამართული რესპუბლიკური რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ეს ხელშეკრულება არ არის დენონსირებული არც რუსეთის სფს რესპუბლიკის, არც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესი ორგანოს მიერ.

2005.21.6

      •  ეროვნული ხელისუფლება: გზა დამოუკიდებლობისაკენ (ნაწილი IV)
   

”...თბილისში მიმდინარეობს ტიპიური სამხედრო პუტჩი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ... მათ აქვთ მძლავრი მხარდაჭერა მოსკოვიდან... მოსკოვის ტელევიზია და პრესა მათ უჭერს მხარს. საკმარისია ითქვას, რომ მიტინგებს, რომელებიც საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობის წინ იმართება კანონიერი მთავრობისა და პრეზიდენტის დასაცავად, ისინი გადასცემენ როგორც ოპოზიციის მიტინგებს” (1991 წლის 24 სექტემბერი).

2005.31.5

      •  ეროვნული ხელისუფლება: გზა დამოუკიდებლობისაკენ (ნაწილი III)
   
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თითქმის ერთწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიმდინარეობდა კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანა, რაც გარდამავალი პერიოდით იყო ნაკარნახევი.

2005.15.4

     » მეტი…

    აუდიო-ვიდეო, ფოტო
      •  კაზიმ კოიუნჯუ-ცირა
   
შენ ვარდს სჯობნი და ამიტომ
ნანა, ცირა, გენაცვა,
ხოტბას გასხამ, ვარდის ფერო,
ნანაია, ცირა, გენაცვა.

2007.2.4

  ხელოვნება
    პოეზია
      •  სიმონ (სიმონიკა) ბერეჟიანის პოეზია
   

"ჩვენ მოვევლინეთ საქართველოს განწირულ დროში,
მიგვიღო ზეცამ, მაგრამ მიწა გვეძახის გერებს.
მივდივართ მწყობრივ ბნელ ღამეში გიორგის დროშით,
დავგმეთ წითელი და ვადიდებთ წარსულის ფერებს...
მივდივართ ქარში, მძიმე მარშით, გამართულ ფეხით
და გვჯერა მთვარე ვერ წაშლიდა მთებში მზის ნავალს.
ჩვენს მიწა–წყალზე გავივლით მეხით,
რომ გავუკაფოთ გზები მომავალს!"

2008.8.10

      •  მარადიულობა თუ გონთა სამეფო
   

მარადიულობა და გონთა სმეფო,
რა არის უკვდავი??. რა უნდა დაემხოს??.
ფიქრები ერთმანეთს უქმნიან ლაბირინთს
უაზრო აზრები - აზრებთან პაექრობს.

რა არის -უაზრო, ან, აზრი -გენია??
თვით თეთრი ფერიც კი - ათასი ფერია.

2008.21.3

      •  ვალერიან ვეკუა: "ზვიადი"
   
ედაზენიდან დარეკავს ზარი,
ალმოხდილს დაგლოცს მეფე თამარი...
ბრძვი ცხებული, რომ ხარ ნეტარი,
მბოხებული ერის მხედარი...

2007.17.7

     » მეტი…

    პროზა
      •  ლელა იოსავა: "საშობაო ესკიზები"
   
გორაზე  წამოგვეწია შობა.…ნაძვებიდან ჩემმა საყვარელმა ნიავმა დაუბერა. რიონისპირს გადავხედე, ჭალას  და  უხმოდ  ატუზულ, ალაგ-ალაგ ნისლში ჩაძირულ ზევსისდარ ხვამლსაც ავაწვდინე თვალი. ფაფუკი ფიფქები სახეში მცემდნენ და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა ამ დუნიაზე. დავაბიჯებდი თოვლში მახარობლებს გამოყოფილი, მარტოობის  სურვილით შეპყრობილი და ხორციელად შობილ ღმერთს ვავედრებდი ჩემს ოცნებას. ღვთისმშობელს  ეპატიჟებოდნენ და იხმობდნენ ოჯახები ანთებული კანდელებით შინ მაცხოვრის შობისათვის. ლამაზი იყო საქართველო და  ჩემი სოფელი შობის  ღამეს.

2007.8.1

      •  ნინო კუტალაძე: "კარნავალია"
   

კარნავალია. 
მზის სხივთა ქვეშეთ ადამი მხილობს,
და ნიღბებს იხსნის.
რა საშინელი სანახავია ადამთა მოდგმის უნიღბო გრიმი.

2006.23.9

      •  ვალერი ვეკუა (უმცროსი): ადამიანი
   
ადამიანის ცხოვრება წუთისოფლად გამოცდაა და აქ მთავარია, თუ ვინ როგორ გაივლის ამ გამოცდის ერთობ რთულ პროცესს

2006.30.8

     » მეტი…

    ფერწერა/გრაფიკა
      •  მერი ისკაკოვა: ელენე ახვლედიანის "ქეიფი გზაზე"
   
“ქეიფი გზაზე”, შესრულებული 1924 წელს. ამ პერიოდში იგი მეგობრობს ისეთ დიდი მხატვრებთან როგორიცაა ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი და ა.შ. ეწყობა საერთო გამოფენები, საღამოები, ხელოვნების ირგვლივ საუბრები და ა.შ. რამაც დიდი კვალი დატოვა თვით მხატვრის შემოქმედებაზე. აღნიშნულ სურათს აშკარად ეტყობა, რომ მხატვარი ასახავს რაღაც სურეალისტურ შთაგონებას, ცდილობს გავიდეს სიზმრის საიდუმლოებაში, აჩვენოს ქართული სუფრისა და დროსტარების ყველა ნიუანსი.

2007.7.3

      •  ბაუჰაუსი-Bauhaus
   
დაარსდა 1919 წელს ვაიმარში ვალტერ გროპიუსის მიერ. თავდაპირველი ჩანაფიქრით ბაუჰაუსის სკოლაში გაერთიანებული უნდა ყოფილიყო არქიტექტურა, ხელოსნობა და ხელოვნების აკადემია, მაგრამ ძირითადად ეფუძნებოდა არქიტექტურას. გროპიუსი ხვდებოდა რა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ

2006.16.7

      •  "ლურჯი მხედარი"-Der Blaue Reiter (The Blue Rider)
   
მიუხედავად ხელოვანთა განსხვავებული მიზნებისა, მთავარი, რაც მათ აერთიანებდათ იყო ის, რომ თავიანთი შემოქმედებით ცდილობდნენ სულიერების, ჭეშმარიტების გადმოცემას. ახალი პერიოდის ხელოვნების განვითარებაში მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სახვით ხელოვნებასა და მუსიკას შორის კავშირს; ფერის სულიერ და სიმბოლურ ასოციაციებს; მხატვრობასთან ინტუიციურ, სპონტანურ დამოკიდებულებას.

2006.12.7

     » მეტი…

  რეგიონები
    მამხილებელი მასალები
      •  მსხვერპლი და ჯალათი
   
1993 წლის 21 და 22 სექტემბერს სოხუმის დრანდის აეროპორტში დაშვებისას სეპარატისტების ხომალდებისგან გამოსროლილი რუსული სითბური რაკეტების მოხვედრის შედეგად ჩამოგდებულ იქნა სოჭი-სოხუმისა და თბილისი-სოხუმის სარეისო თვითმფრინავები.

2006.29.1

      •  აფაზეთი - 1918-1921 წლებში
   

ნაშრომის მიზანია მკითხველს გააცნოს 1912-1921 წლების საქართველოს საშინაო პოლიტიკა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის რეგიონალური პოლიტიკა აფხაზეთის მაგალითზე. დავით ჩიტაია აღწერს 1921 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  აფხაზთა და ქართველთა უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დაღვევით იქნა სისრულეში მოყვანილი.

2005.3.5

      •  აფაზეთი - 1918-1921 წლებში
   

დავით ჩიტაიას ნაშრომი აღწერს ინსტიტუციონალურ და საკანონმდებლო ურთიერთობის საკითხებს აფხაზთა და ქართველთა თავისუფალი და დახურული წესით არჩეულ დემოკრატიული ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში.

ნაშრომის მიზანია მკითხველი გააცნოს საქრთველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის საშინაო პოლიტიკის კურსი, კერძოდ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხები; აღძრას დისკუსია საკითხის ირგვლივ.

2005.28.4

     » მეტი…

  ფილოსოფია
    ეროვნული იდეოლოგია
      •  დენიზა სუმბაძე-ამონარიდები წერილიდან “ახალსა ამას ერსა საღმრთოსა”
   
“ეროვნული სინდისის თავისუფლების უფლებაზე და, საერთოდ, ეროვნულ რელიგიურ თვიშემეცნებაზე შეიძლება იყოს მხოლოდ დამყარებული მთელი მორალური და იურიდიული კონსტიტუცია ამ ერისა-მთელი ცხოვრება ერისა”

2006.8.2

      •  სახალხო მონარქიისათვის
   
მემკვიდრეობით არისტოკრატიას მრავალი დამსახურება მიუძღვის საქართველოს ისტორიაში. თაობათა მანძილზე მემკვიდრეობით გადასული წოდების წარმომადგენლები დიდი ძალისხმევით ემსახურებოდნენ სამშობლოს, ქართულ კულტურას, სამხედრო საქმეს, რწმენას, ხალხს...

2005.25.7

      •  ქართული ნაციონალიზმის ჰორიზონტალური და და ვერტიკალური პოსტულატები
   

წმიდა ილია მართლის მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: `მამული, ენა, სარწმუნოება~ დღესაც გამოხატავს ქართული ნაციონალიზმის სამ მთავარ პოსტულატს, თუ შეიძლება ითქვას, სამ მთავარ ვერტიკალურ პოსტულატს. არავითარი მტკიცება არ სჭირდება, რომ ქართულობის ეს სამება ჩვენი თავისთავადობის უმთავრესი საფუძველია. ამას ეყრდნობა ჩვენი იდეოლოგია. მამული, ენა, სარწმუნოება არის სამი აუცილებელი პირობა, რათა ჩვენ ჩვენვე ვიყოთ და არა არავინ. ეს პოსტულატები ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს სხვა სამი ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგვათავზებთ. ახლა განვიხილოთ ილიასეული სამი პოსტულატი, რომლებსაც თავისი განმარტებები აქვთ.

2005.12.6

  მეცნიერება
    ენათმეცნიერება
      •  ალბერტო ტრომბეტი-იტალიელი ენათმეცნიერი
   
ალფრედო ტრომბეტი - (ბოლონია, 1886-კ. ლიდო დი ვენეცია, 1929 წ.წ.) შესანიშნავი იტალიელი აკადემიკოსი, სემიტური ფილოლოგიისა

2006.7.8

      •  ირაკლი გოგატიშვილი: ერთი ლაზური ძირის გამო ქართულში
   

ქართველურ ენებში დასტურდება საზოგადოდ ხედვნის, წვრთნის აღმნიშვნელი ერთი საერთო ძირი: -მჭკ-||-ნჭკ- [ლაზ.], -ნჭყ- [მეგრ.], -ნჭყ- [სვან.], მწყ- [ქართ.]– რომელიც მომდინარეობს საერთო-ქართველური მწ"ყ-* ძირიდან [ფეინრიხი, სარჯველაძე: 2000]

2006.13.3

      •  ლელა სამუშია: ენობრივი კონტაქტი და ინტერფერენციული ზონის საკითხები ქართულისა და მეგრულის მაგალითზე
   
ენობრივ კონტაქტს, როგორც სოციოლინგვისტურ ფენომენს, დიდი ხნის კვლევის ტრადიცია აქვს. მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს ენათმეცნიერებაში ამ კუთხით, რომელიც ერთი ენის სხვა ენებზე ზეგავლენის ფაქტორებს აღწერს. კვლევის ობიექტია, ძირითადად, ენის ლექსიკური სფერო, თუმცა კი ძალიან ხშირად ასევე სხვადასხვა ფონეტიკურ (ბგერათმონაცვლეობა სხვ.) და აგრეთვე სინტაქსურ მოვლენებზეა გამახვილებული ყურადღება.

2006.21.2

     » მეტი…

  ჩვენებურები
    ჩვენებურები
      •  მეგრული მითების პერსონაჟები (ლაზურად)
   
სამეგრელოში ჩაწერილი გადმოცემების ლაზური თარგმანი

2006.10.8

      •  ლაზურ-მეგრული და მეგრულ-ლაზური ტექსტები
   
ლაზურიდან მეგრულად და მეგრულიდან ლაზურად ნათარგმნი ტექსტები

2006.10.8

      •  ჩეჩნეთის ჰიმნი
   
ღამით, როცა ძუ მგელი
ლეკვებს ყრიდა კლდეში
ჩვენც მაშინ დავიბადენით
მგლის ძალაა ჩვენში.

2006.26.1

     » მეტი…

  კავკასია
    რუსეთ-კავკასიის ომი
      •  ჩეჩნების ტყვე (ნამდვილი ამბავი)
   

სულ რამოდენიმე დღის წინ ძველი ქართული გაზეთების გადათვალიერების დროს წავაწყდი ორი წლის წინ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ამ ამაღელვებელ ამბავს და იმდენად იმოქმედა ჩემზე, ჩემი ხელით ავკრიფე ტექსტი რომ თქვეც წაგეკითხათ...  რაინდობა, კავკასიელთა და ჩვენი მამა-პაპათა ადათ-წესებისა და ომის დაუწერელი კანონების სრული დაცვა - აი, რა გასდევს ამ ამბავს წითელ ხაზად!

2005.19.8

      •  მასხადოვი გმირია, პუტინი-მკვლელი: საპროტესტო აქცია ფინეთში
   
2005 წლის 15 მარტს ფინეთში მცხოვრები ქართველებმა, სხვა კავკასიელებმა და ჩეჩნეთის ფინელმა მეგობრებმა მოაწყვეს საპროტესტო მსვლელობას ჩეჩნეთის პრეზიდენტის ბატონ ასლან მასხადოვის რუსი მხეცის მიერ ვერაგულ მკვლელობასთან დაკავშირებით, მოთხოვნებით: შეწყდეს ომი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ, საერთაშორისო დონეზე დაიგმოს მასხადოვის მკვლელობა და გადაეცეს მიცვალებულის ცხედარი მის ოჯახს დასაკრძალავად.

2005.15.3

      •  ასლან მასხადოვის შვილის, ანზორ მასხადოვის განცხადება
   
11 მარტს, გამთენიისას იტალიურ ტელეარხზე-RAIDUE პირდაპირ ეთერში გადმოსცეს ინტერვიუ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დაღუპული კანონიერი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილთან, ანზორ მასხადოვთან

2005.11.3

     » მეტი…

  დოკუმენტები
    საქართველოს ისტორია
      •  გაიოზ ერაძე: აფხაზური პრობლემის მეცნიერული გადაწყვეტა (I ნაწილი)
   
კავკასიის მთაგრეხილი იყო ერთადერთი ბუნებრივი სახმელეთო ზღუდე, რომელიც მომთაბარეთაგან იცავდა უძველესი ცივილიზაციის კერებს...სამიწათმოქმედო სამყაროს უკიდურეს ჩრდილო მიჯნას მომთაბარეებთან ყოველთვის წარმოადგენდა საგიორგიანო, რომლის უშუალო ფუნქციას შეადგენდა როგორც საკუთარი თავის დაცვა, ისე მის სამხრეთით განთავსებული ძველი მსოფლიო იმპერიების მიმართ პირველადი შემაკავებელი ზღუდის როლის შესრულება, მომთაბარეთა მხრიდან მოულოდნელი თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით. ძველი სამყაროს იმპერიათა სტრატეგიულ სასიცოცხლო ინტერესებში ყოველთვის შედიოდა კავკასიის ძირითადი შემოსასვლელი დერეფნებისა და უღელტეხილების დაცვა და ამიტომ თანმთხვეული იყო საგიორგიანოს მუდმივ ინტერესებთან.

2005.14.3

      •  კოდორის ქვემო ხეობა, ანუ “შკა სოფლის” საიდუმლოებანი (I ნაწილი)
   
კოლხეთის მდინარეთა შორის ჩვენს ყურადღებას იპყრობს წყალუხვი და ჩქარი მდინარე-კოდორი. მდინარე კოდორი. მდინარე კოდორი ფაქტიურად ფერდობების, ხეობების, ციცაბო კლდეთა მარწუხებში, ანუ ტყვეობაშია და მხოლოდ ხუთ კილომეტრში, ვიდრე იგი ზღვას შეუერთდება, თავისუფლად გრძნობს თავს. მდინარე კოდორის სანაპიროზე, მარჯვნივ თუ მარცხნივ არაერთი უძველესი ტოპონიმია, რომელთა ახსნა მეცნიერულ დონეზე, ხშირად იწვევს კამათს. რამდენიმეს ჩამოვთვლი კიდეც.

2004.29.12

    თანამედროვე
      •  მიხეილ სუსლოვის გეგმა
   
ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოთ.

2006.6.3

      •  კონსტიტუციური უწყვეტობა და სამგზის სამხედრო ინტერვენცია რუსეთის მიერ
   
გაეროს 1965 წლის დეკრაციის თანახმად სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა უცხო ძალების მიერ არის დაუშვებელი.ჰელსინკის 1975 წლის თათბირის პრინციპები ირღვევა, როცა დემოკრატიულ სახემწიფოში მთავრობის ლეგიტიმურობის საფუძველი - ხალხის ინტერესები -  პერმანენტულად იგნორირდება: ხალხს ეკრძალება მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის მართვაში. რასაც ადგილი აქვს საქართველოში 1992-1993 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) 1991 წლის 11 სექტემბრის კონვენციით დაგმო ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობა.

კონსტიტუციური უწყვეტობის პრინციპის თანახმად, ნებისმიერი ხელშეკრულება გაფორმებული არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომელიც სახელმწიფოს სათავეში მხოლოდ და მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით მოვიდა, არაკანონიერად ცხადდება საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.

2005.30.4

  ქართული ეკლესია
    ქართველი წმინდანები
      •  წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ნაწერებიდან
   
საზოგადოდ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნების მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც, სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება, რადგან საქართველოს ჯერხანად  არ ემეტება მოღვაწეები.

2007.15.1

      •  მამა გაბრიელი სიყვარულზე
   

ღმერთი არის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ.

ჭეშმარიტი სიყვარული ჭეშმარიტი სიმდაბლიდან მოიპოვება.

P.S. უდიდესი სიმდაბლის და სიყვარულის მქონე გაბრიელ ბერი,

2006.25.1

      •  წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავის მისტერია
   
                                   წმიდა დავით აღმაშენებლის საფლავის მისტერია


გაიოზ მამალაძე


ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს, წინაპრის საფლავი.


წინაპრის საფლავი ყოველ დროში და ყოველ ქვეყანაში საკრალურ ადგილად ითვლებოდა.


განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გმირის, რელიგიური მოღვაწის, მეფის და სხვა დიდი ადამიანების ძვალთშესალაგს ყველა ნაციისათვის. დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობიან ასეთ ადგილებს: აშენებენ მავზოლეუმებს, სალოცავებს. ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლეში ამზადებდა თავის საძვალეს და ცდილობდა, რომ მისით სიკვდილის მერეც აღფრთოვანებულიყვნენე. დაწყებული პირამიდებიდან სხვადასხვა მონარქნი და ამა ქვეყნის ძლიერნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს პომპეზურობით, სილამაზით, სიმდიდრით...ქრისტიანობამ სხვა დატვირთვა მისცა გამოჩენილ ადამიანებს, დამსახურებულ ქრისტიანებს, წინაპრების საფლავებს. ისინი მოლოცვის, განწმენდის ადგილად იქცა. ქრისტიანობამ პომპეზურობაზე უარი თქვა. თუმცა ამით სიდიადე სულაც არ დაუკარგავს წმინდანების საფლავზე აგებულ სალოცავებს, პირიქით...

2005.26.8

    როგორ უნდა ვილოცოთ
      •  ღირსი იოანე სინელი - კიბე ანუ კლემაქსი
   
ღირსმა მამამ ბრძნულად განსაჯა, რომ აღემართა ჩვენთვის ასასვლელი, რომელიც უფლის ხორციელი ასაკის (თანარიცხვედი) შესაბამისი იქნებოდა; რადგანაც უფლის 30 წლის სრული ასაკის შესაბამისად მჭვრეტელურად გამოგვისახა კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისაგან შედგება; მისი საშუალებით, როდესაც უფლის ასაკის სისრულეს მივაღწევთ, ჩვენ აღმოვჩნდებით ჭეშმარიტად მართალნი და დაცემისკენ მიდრეკილება აღარ გვექნება ხოლო იგი, ვინც ამ საზომს ვერ მიაღწევს ის ჯერაც ჩვილია და გულის ზუსტი მოწმობით სრულიად არა სრულყოფილია. ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პირველ ყოვლისა ამ წიგნში ღირსი და ყოვლადბრძენი მამის ცხოვრება მოგვეთავსებინა, რათა მისი ღვაწლის მხილველთათვის უმეტესად სარწმუნო ყოფილიყო მისი სწავლება.

2007.29.3

    ქართული ეკლესია
      •  ნიუ-იორკის წმ. ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
   
ისინი, ვინც წლების მანძილზე მოწყვეტილნი არიან სამშობლოს და უცხო მიწაზე მკვიდრობენ, უცხო ადათ-წესებისა და ზნე-ჩვეულებათა  გარემოცვაში.  მიმიხვდებიან, თუ, რა ძნელია ემიგრაციის მარწუხებში ყოფნა და მომავალი თაობის აღზრდა, ისე, რომ მშობლიური ენა, სარწმუნოება და ტრადიციული სიმდიდრეები შეუბღალავი გადაეცეს თაობიდან-თაობას და შენარჩუნებულ იქნეს ქართული სული. ძნელია მიწის ზედაპირიდან მოწყვეტილის უცხო, ფესვგამდგარ ნიადაგზე დამყნობა...

2008.29.7

      •  პ ი რ ვ ე ლ თ ქ მ ა
   

გონიერი გული მომეც, უფალო, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შევძლო...

შეგნებული მაქვს რა ჩემი უღირსობა, რა თქმა უნდა, მარადიული დუმილის დაცვა მმართებდა... მაგრამ რადგანაც ყველაფერი კარგია თავის დროზე, ხოლო მე ვხედავ, რომ ეკლესია... ზღვის ქარიშხლისაგან ერთმანეთზე ატეხილი ტალღებით დღეს თითქოს- და მიმოდაიტაცება; მღელვარებს და შეშფოთებულია მაცდური სულების ყოვლადმოუთმენელი მოხდომით; რომ კვართიცა ქრისტე- სი ზეგარდამო მოქსოვილი... აწ განიყოფა; რომ მისი სხეული განიკვეთება სხვადასხვა ნაწილებად, ამიტომ ჩავთვალე, რომ კე- თილგონიერი არ იქნებოდა დადუმება და ენის შებორკილება, რადგან ვხედავ ...

2005.29.11

      •  მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის
   
იყვნენ რა ყოველი მხრიდან გარშემორტყმულნი მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებით, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ დაემორჩილებინათ ისინი და გადაეყვანათ თავიანთ სარწმუნეობაზე, ქართველები ყოველთვის მამაცურად იბრძოდნენ და ღვთის შეწევნით მოიგერიეს მათი მეზობლების თავდასხმები და დაიცვეს მათი პატარა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა,

2005.20.4

     » მეტი…

  დაიჯესტი
    შინაპოლიტიკა
      •  მანქურთთა ფრაზა-მარგალიტები
   

"მაიკროსოფტმა შექმნა ქართული ანბანი" – მიშა

აღშფრთოვანებული ვარ - ელენე თევდორაძე

2006.14.1

      •  გვიშველეთო და უშველეს
   
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ჩნდება საქართველოს სათავეში მყოფი დე ფაქტო ხელისუფლების ნამდვილი სახე. ისიც ცხადდება, რომ მათი დემოკრატია ფსევდოდემოკრატიაა, რომ მათი სიტყვები და საქმეები ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა (თუმცა, იმასაც ნათელი ეფინება, რომ ესენი სიტყვაზეც არ ასახავენ ქართველი ერის ინტერესებს; რომ გლობალისტების პოლიტბიუროს მსახურები არიან და არა ქართველი ერის).

2005.15.3

    ეკონომიკა
      •  თეონა აბდუშელიშვილი: "საფონდო ბირჟის “სპეკულანტები” - გამდიდრების მოკლე და რისკიანი გზა".
   

საქართველოში საფონდო ბაზარმა ფეხი ახლახანს აიდგა და განვითარების სტადიაშია. მას ჯერ არ შეხვედრია ისეთი პრობლემები, რაც ევროპამ და ამერიკამ XVII-XVIII საუკუნეებში გაიარეს და დღესაც იჩენს ხოლმე თავს..

2007.18.6

      •  საერთაშორისო ასოციაცია "ერთობის" ანგარიში
   

INTERNATIONAL ASSOCIATION "ERTOBA" INC

BANK NAME: JPMorgan Chase Bank

ABA / ROUTING NUMBER: 021000021

SWIFT CODE: CHASUS33

BANK ADDRESS:
722 Brighton Beach Ave.
Brooklyn, NY 11235
- - - - - - - - - - - - - - - - -

ACCOUNT NAME:
INTERNATIONAL ASSOCIATION "ERTOBA" INC

ACCT NUMBER: 151130852565

ADDRESS:
79 Brighton 11th-st. 4E
Brooklyn, NY 11235

2006.26.3

      •  ქართველ მეთევზეებს ზღვაშიც კი აღარ უშვებენ
   

ფოთში მეთევზეთა საპროტესტო გამოსვლა გრძელდება. ისინი ქაფშიის ჭერაზე ზღვაში გასვლის ნებართვას ითხოვენ და ხელისუფლებას თურქული გემების ლობირებაში ადანაშაულებენ. მეთევზები იმ "კრიშებზე" საუბრობენ, რომლებიც თურქული გემების შემოყვანით ხეირობენ დაამ  საქმის მასალებზე პროკურატურა არც  რეგაირებს.

2005.16.12

     » მეტი…

    ცხარე ამბები
      •  სიცოცხლის კარნავალი
   
ვიარეჯოს კარნავალის სახალხო ხასიათი არა მარტო ადგილობრივ მკვიდრებს, არამედ იტალიის და სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს სიცოცხლის მუხტს მატებს. აქ მონაწილეობენ სამასკარადო კოსტუმებში გამოწყობილი მუსიკალური ჯგუფები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან და სხვა; მაგრამ მთავარი მაინც საზეიმო ეტლებზე დამონტაჟებული ვეება გამოსახულებები (მასიური ანიმაციები) და თეატრალიზებული წარმოდგენაა, რომელიც, როგორც მოვლენა, სატირის ფორმაში გარდასახულ ღრმა ესთეტიურ-ფილოსოფიურ ხასიათს ატარებს.

2006.12.2

      •  აუშვიცი უნდა დაინგრეს!
   

აუშვიცი, როგორც ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება მსოფლიო ერთგვარ საკონცენტრაციო ბანაკად, სულიერ და ფიზიკურ ჯოჯოხეთად გადაქცევა.

27 იანვარს იტალიის ქალაქი არეცო ასოციაცია “რონდინე-მშვიდობის ციტადელი”-ს ეგიდით მასპინძლობდა აუშვიცის ტრაგედიაგამოვლილ ქალბატონ ლილიანა სეგრეს, რომელიც ამ 2006 წელს ასრულებს თავისი მოგონებების ციკლს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განცდილის შესახებ.

2006.30.1

  ექოს ვიდეოთეკა
    კულტურა და ხელოვნება
      •  ქორეოგრაფიული სტუდია " ს ა მ ე ბ ა "
   
  

2005.13.12

  ჩვენს შესახებ
    გამოცემის წესდება
      •  მასალების კოპირება და გამოყენების წესები
   

ჩვენს ჟურნალში გამოყენებული მასალების რეგლამენტირება ხდება აქ ჩამოთვლილი წესებით (22.09.2005-წლიდან)

მასალების კოპირება და გამოყენება
კოპირება და მასალების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ თუ მითითებულია ინფორმაციის წყაროდ ვებ-სტუდია ”ექო”. ამასთანავე ყველა შესაბამის მითითებაში აუცილებელია მიეთითოს პორტალის ვებ მისამართი    http://ertoba.net
თუ კოპირებად მასალას გააჩნია თავისი ავტორი და წყარო - მათი მითითებაც აუცილებელია, ჩვენი მისამართის მითითებასთან ერთად.

zip-ფაილების გამოყენება

თუ თქვენ გსურთ გამოიყენოთ მთლიანად შეკუმშული ჟურნალები ZIP არქივში, ანუ ჟურნალის ნომრები არქივირებულ მდგომარეობაში (მაგალითად თქვენ გაქვთ თქვენი აუდიტორია ან თქვენ გაქვთ თქვენი ftp-სერვერი და გინდათ მასზე განათავსოთ ჩვენი ჟურნალი), ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, თავისუფლად  გადაქაჩეთ და მიეცით სხვებს გადასაწერათ,. ერთადერთი მოთხოვნა - არ შეიძლება ჟურნალში არაფრის შეცვლა. ეს როგორც იცით საერთო წესია.
ამასობაში ნუ დაგავიწყდებათ მიუთითოთ ჩვენი საიტი, როგორც ინფორმაციის წყარო.

ჟურნალების ნომრების განთავსება ONLINE-ში, htm-ფორმატში

თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ვებ გვერდზე (საიტზე) იქონიოთ ჩვენი გამოშვებების მთელი კოლექცია, არანაირი პრობლემა არ შეგექნებათ ჩვენი მხრიდან.
ამასობაში ნუ დაგავიწყდებათ მიუთითოთ ჩვენი საიტი, როგორც ინფორმაციის წყარო.ეს როგორც იცით საერთო წესია.

ჩვენი მასალების შესახებ

ყველა სტატია რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იურიდიულად სუფთაა. ყველა მასალას (სტატიას) ჩვენს ჟურნალში ყავს თავისი ავტორი, ან უფლებამოსილი პირი (ავტორის უფლებამოსილი მეპატრონე, ავტორი). ყველა მასალა ქვეყნდება ან ავტორის თანხმობით, ან ავტორების მიერ ხდება მასალების გადმოგზავნა ჩვენს (”ვებ-სტუდია ”ექო”) რედაქციაში შემდგომი გამოქვეყნების მიზნით. (სხვათაშორის, იხილეთ ჩვენი მოთხოვნები ჩვენი ახალი წესდება).

ვებ-სტუდია ”ექო”-ს   რედკოლეგია და პორტალის ადმინისტრაცია

2005.14.12

    ადმინისტრაცია
      •  რედკოლეგია
   
თეა კანდელაკი (მთავარი რედაქტორი) დაიბადა ქ. თბილისში 1975 წლის 22 ენკენისთვეს.  1987 წელს ამთავრებს ძერჟინსკის სახელობის სახლთან არსებულ ქართული  ხალხური ცეკვის სტუდიას, 1990 წელს კი, ქ. თბილისის მე-10 სპეც. მუსიკალურ სასწავლებელს. 1992 წელს წითელ დიპლომზე ამთავრებს ი. ი. სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო სტუდიას. არის ანსამბლ “როკვა”-ს, შემდეგ კი, “ხერთვისი”-ს, “ვარაზი”-ს სოლისტი.  1997 წელს გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე კი, იგი ანსამბლ “გელათთან” ერთად ხდება “ოქროს ირემი”-ს ნომინანტი.

ნინო კუტალაძე  ( მხატვრული რედაქტორი) დაიბადა ქ.თბილისში 1978  წლის 2 თებერვალს. 1995 წელს დაამთავრა პეტრე მოციქულის სახელობის გიმნაზია წარჩინებით. 1995 წელს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნულ სოციალურ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობაზე. 1998 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, სადაც დაამთავრა დელფის ერთწლიანი კურსი ფრანგული ენის შესწავლის მიზნით. 2001-2003 წელი ჩაირიცხა პოლ-ვალერის სახელობის უნივერსიტეტში გერმანისტიკის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2005.14.7

    შემოქმედებითი ჯგუფი
      •  სტუდიის მოკლე ისტორია
   

ვებ სტუდია "ექო" 1999 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მისი დამაარსებელი და გამომცემელი იყო და  არის  ჟურნალისტი გოჩა ბახია.

 ვებ გამოცემა დაბადებისთანავე ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ტექნოლოგიურად მოწინავე ქართულ ვებ სივრცედ და მაშინათვე  მოიპოვა ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი საინფორმაციო გამოცემის სახელი.

 საწყის ეტაპზე პროექტი ერთობლივი ძალისხმევით  განახორციელეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკური ემიგრაციის  ფინეთის სათვისტომოს წარმომადგენლებმა  და მაღალი ტექნოლოგიის უძველესმა ქართულმა საწარმომBPG-InfoTech მა.

ვებ სტუდია "ექო" იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფად  BPG-InfoTech პროდუქტს "სხარტი გამომცემელი"-ის მონაცემთა ბაზებს,რომლის  ტექნოლოგიურ დახვეწა- გამოცდა სტუდიის  მეშვეობით მოხდა.

ვებ გამოცემა "ექო"-მ ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" 2001 წლის ვებ კონკურსზე მოიპოვა პრიზები:
ტექნოლოგიებისა და დიზაინის საუკეთესო გამოყენება და ყველაზე დემოკრატიული ,თავისუფალი  ქართული საინფორმაციო გამოცემა

გამოცემის ძირითადი ღირებულებანი და მიზნები:

 დღეს  როდესაც ქართული მასმედია უფრო და უფრო ჯიბის მასმედიის მდგომარეობაში ექცევა  ვებ-სტუდია “ექო” მიზნად ისახავს, გაფანტოს ეს ვაკუუმი და მისცეს ქართველთა ეროვნულ ინტელექტუალურ ძალებს გამოვლინებისა და განვითარების საშუალება, ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიოს ცივილიზებულ ერების ოჯახში ღირსეული,კუთვნილი ადგილის დამკვიდრების საქმეს.

სტრატეგიული პოლიტიკა, სოციოლოგიურ გამოკვლევები, პროგრამულ უზრუნველყოფა ამ ვებ გამოცემისათვის შეიმუშავა BPG-InfoTech-მა და   დაეხმარა  გამოცემას  ვების გაქართულების უახლესი ტექნოლოგიების შექმნაში, ხოლო  ვებ-სტუდია "ექო" თავის მხრიდან  კი ამ ტექნოლოგიებიების გამოცდა- დანერგვაში.

გამოცემის იურიდიული სტატუსი:

  დღეს პორტალი აერთიანებს მრავალგვარი შინაარსისა და მიმართულების საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებულ, ინოვაციურ ქართულ გამოცემებს.

2005 წლის 22 სექტემბრიდან   ვებ-სტუდია "ექო" მთლიანად გამოეყო" ბპგ ინფოტექს"   როგოც დამოუკიდებელი  ვებ -გამოცემა .

შეიქმნა შემოქმედებითი  ჯგუფისაგან  ახალი მხატვრული ხელმძღვანელობა   და იურიდიული ადმინისტრაცია.

ვებ-სტუდია "ექო" წარმოადგენს კერძო, იურიდიულ,ინტელექტუალურ საკუთრებას და  მისი უფლებები მთლიანად  დაცულია.

გამოცემის აქციები განაწილებულია  გამომცემელსა და რედკოლეგიის წევრებს შორის.

გამოცემის ადმინისტრაცია

 

2005.3.6

 

ჩვენებურები თურქეთიდან

მოინახულეთ, ისიამოვნეთ, გაამხნევეთ, გამხნევდით

  Clean cookies installed by this site
© სტუდია ექო - Web Studio Echo

Powered by ERI V.2.7.7
© ERI