logo

წესდება
საერთაშორისო ასოციაცია ერთობა


#.1
სახელწოდება და ადგილსამყოფელი
საერთაშორისო ასოციაცია
ერთობა”.
ინგლისურ ენაზე: InternaTional Association “ERTOBA”.
ასოციაცია დაარსდა: 2 rue, Pasteur, 54580 Moineville, France.
რეგისტრაცია გაიარა და არის ნიუ-იორკის შტატის არასამთავრობო ორგანიზაცია.
ასოციაციის ადგილსამყოფელი: 79 Brighton 11 th St., Suite 4G, Brooklyn, NY 11235.


#. 2
საერთაშორისო ასოციაცია ერთობა
ერთობა არის არასამთავრობო,არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ქართველ ემიგრანტთა და საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას. ასოციაცია აგებულია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვია პტინციპებზე.
ერთობა არის იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმების საფუძველზე.

#. 3
ასოციაციის მიზნები:

  1. მსოფლიოში ქართული ეთნოსის, საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ღირსებების მხარდაჭერა და დაცვა;
  2. საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დამკვიდრება და განვითარება;
  3. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მოხუც ინვალიდთა დახმარება.

#.4
ასოციაციის საქმიანობის ფორმები:

  1. საზღვარგარეთ ქართული კულტურის კერების შექმნა და პროპაგანდა (გამოფენების მოწყობა, სკოლა-სტუდიოების გახსნა, პრესკონფერენციების მოწყობა);
  2. გამომცემლობითი საქმიანობა ( მუდმივმოქმედი პერიოდიკული ორგანოს დაარსება, სამეცნიერო და შემეცნებითი ლიტერატურის გამოშვება);
  3. საერთაშორისო დემოკრატიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  4. ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობა;
  5. ასოციაციის მიზნებისათვის და ჰუმანიტარული საქმიანობისათვის თანხების შეგროვება;
  6. ადამიანის უფლებების დაცვა;
  7. სახალხო დიპლომატიის განვითარება;
  8. მიგრაციის, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა.

#. 5
ასოციაციის წევრობა

  1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ორგანიზაცია;
  2. ასოციაციის ფილიალები საქართველოში და სხვა სახელმწიფოებში;
  3. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს პიროვნება, რომელსაც შეუსრულდა 15 წელი;
  4. ასოციაციაში წევრად მიღების გადაწყვეტილებას ღებულობს საბჭოს კრება, ან საბჭოს წევრების უმრავლესობის თანხმობა;
  5. ასოციაციის წევრთა უფლებები:

ა) აირჩიოს საბჭოს წევრები;
ბ) არჩეულ იქნას საბჭოს წევრად;
გ) წარადგინოს წინადადებები და მითითებები;
დ) ასოციაციის მიერ გაკეთებული განცხადებების, საქმიანობის გარჩევა და დამტკიცება;
ე) ასოციაციის მიერ მოწყობილ აქციებში და ღონისძიებებში მონაწილეობა;

  1. ასოციაციის წევრის ვალდებულებები:

ა) ამ წესდების დაცვა;
ბ) ასოციაციის საქმიანობაში აქტიური მონაწილლეობის მიღება.

  1. ასოციაციის წევრობა უქმდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით;
გ) ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობის არმიღების შემთხვევაში;
დ) ასოციაციის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.


#. 6
საორგანიზაციო სტრუქტურა

  1. ასოციაციის მთავარი მმართველი ორგანო არის ასოციაციის წევრთა კრება, რომელიც იმართება არანაკლებ წელიწადში ერთხელ:

ა) ასოციაციის წესდების ცვლილებების დამტკიცება:
ბ) ერთი წლის ვადით ასოციაციის პრეზიდენტის არჩევა;
გ) ერთწლიანი ვადით ასოციაციის საბჭოს არჩევა;
დ) ასოციაციის რევიზორის არჩევა ორი წლით;
ე) ასოციაციის საქმიანობის წლიური გეგმისა და გასული წლის შესრულებული სამუშაოს შესახებ მოხსენებების დამტკიცება;
ვ) რევიზორის მიერ წარდგენილი მოხსენებების დამტკიცება;
ზ) ასოციაციის საქმიანობის კონცეფციის დამტკიცება;
თ) ასოციაციის ბიუჯეტის დამტკიცება;
ი) ასოციაციის წევრად მიღება და გარიცხვა, ან წევრობის დასრულება და ასოციაციის გაუქმება.

  1. ასოციაციის კრების მოწვევას წყვეტს საბჭო რვა წევრის შემადგენლობით, მინიმალურად წელიწადში ერთხელ, ან ასოციაციის წევრთა ერთი მესამედის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
  2. კრების გადაწყვეტილება ლეგიტიმურია, თუ წევრთა ნახევარზე მეტმა გამოთქვა თანხმობა.
  3. ასოციაციის კრება ჩატარებულად ითვლება, თუ ასოციაციის წევრთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა ( ასოციაციის წევრებს კრებაზე დასწრება-გაწევრიანება შეუძლიათ ინტერნეტის მეშვეობითაც).
  4. ასოციაციის პასუხისმგებელ მდივანს ირჩევს ასოციაციის კრება.
  5. საბჭოს წევრებს ირჩევს ასოციაციის კრება.
  6. საბჭოს კრება ლეგიტიმურია, თუ ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი. საბჭო გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით. საბჭოს კრებაზე ხმების თანაფარდობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
  7. რევიზორს ირჩევს ასოციაციის კრება. რევიზორი აკონტროლებს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობას და მინიმალურად წელიწადში ერთხელ წარმოადგენს რევიზიის ანგარიშს. რევიზორს უფლება აქვს დაესწროს საბჭოს კრებაზე, როგორც სტუმარი ხმის მიცემის გარეშე. რევიზორი არ შეიძლება იყოს ერთდროულად საბჭოს წევრიც.
  8. პრეზიდენტი გამოდის და მოქმედებს ასოციაციის სახელით.

#. 7
ასოციაციის ბიუჯეტი

  1. ასოციაციის შემოსავლების წყარო არის: წევრთა საწევროები, სპონსორული შემოწირვები, გრანტები, დოტაციები და სხვა არაკომერციული შემოსავლები.
  2. ასოციაციის ხარჯები გამიზნულია ასოციაციის მიზნების განსახორციელებლად წესდების თანახმად, როგორც მითითებულია #. 3 და #. 4 პარაგრაფში.
  3. ბიუჯეტს ამზადებს ასოციაციის საჭო და ამტკიცებს კრება. ხარჯთაღრიცხვას აწარმოებს საბჭო და აკონტროლებს რევიზორი.

#. 8
ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში კრება ირჩევს ლიკვიდატორს. ასოციაციის საკუთრების ლიკვიდაციის შემდეგ ასოციაციის საკუთრება გადაეცემა სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც არაკომერციულ საქმიანობას ეწევიან.


#. 9
საბოლოო დადგენილება

ეს წესდება დამტკიცებულ იქნა ასოციაციის წევრთა კრებაზე 20.08.2005 საფრანგეთში, მოინევილში.

ხელმოწერები:

 

 
About us Services Solutions Support Contact us Links Site map
Copyright © Business Company. All rights reserved.