მოგესალმებით "ერთობის" ვებ–პორტალზე
საერთაშორისო ასოციაცია "ერთობა" დაარსდა 2005 წლის 20 აგვისტოს მოანვილში. "ერთობამ" ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2006 წლის 14 თებერვალს ა.შ.შ.-ში ასოციაცია "ერთობა" არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ქართველ ემიგრანტთა და საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას.
ასოციაცია აგებულია ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. ასოციაცია არის იურიდიული პირი. მისი მოქმედების ფორმებში შედის:
1) საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული ეთნოსის აღორძინება და დაცვა; ქართული კულტურის კერების შექმნა; ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა; სკოლა-სტუდიოების დაარსება; არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საქმიანი კონტაქტების დამყარება.
2) ჰუმანიტარული საქმიანობა (უპატრონო - ინვალიდ მოხუცთა და ბავშვთა დახმარება კერძოდ საქართველოს ფარგლებში).
ეს ყველაფერი კი, თქვენის წყალობით ხდება შესაძლებელი ჩემო კეთილო ხალხო, ადამიანებისა რომელთაც არ აბრკოლებთ არც არსებული სიდუხჭირე, არც სამშობლოს სიშორე და არც უნდობლობის მწვავე ფიქრები...
დროა გავერთიანდეთ და ერთად ვაკეთოთ ღვთიური საქმე, დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი იმედი აქვს , რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ არსებულ მძიმე ვითარებას. "ჩვენ" დიდი ძალა ვართ! ნუ დავიზარებთ ვაკეთოთ სიკეთე!
ორგანიზაციაში "ერთობა" გასაწევრიანებლად გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მინიშნებული გაწევრიანების ფორმულარი
ასოციაციის ანგარიშია:
INTERNATIONAL ASSOCIATION "ERTOBA" INC
BANK NAME: JPMorgan Chase Bank
ACCOUNT #: 857437438
ABA / ROUTING NUMBER: 021000021
SWIFT CODE: CHASUS33
BANK ADDRESS:
722 Brighton Beach Ave.
Brooklyn, NY 11235
|