20 დეკემბერს, საღამოს 7:30-ზე, მილენიუმში ეწყობა საქველმოქმედო საღამო-აქცია, ძმაო ძმითა ხარ ძლიერი, ომის შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად.
ვისაც საშუალება გაქვთ, მოიტანეთ თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბავშვებისა და მოზრდილთათვის, საბნები.
მილენიუმთან დაგხვდებათ სპეციალური მანქანა, სადაც შეგეძლებათ ნივთების ჩაბარება.
საღამოზე შემოსული თანხა და ნივთები საშობაოდ პირადად გადაეცემათ ყველაზე გაჭირვებულებს.
იმედია, ქუდზე კაცი მოვა და ყოველი ჩვენგანი გაიღებს თავის მცირედ წვლილს მოძმეთა დასახმარებლად.
საღამოს წაიყვანს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი - ნინელი ჭანკვეტაძე.
საერთაშორისო საზოგადოება ამირანი - ქართული კულტურის ცენტრი
საკონტაქტო ტელეფონი: 718-339-4510
მილენიუმის ტელეფონი: 718-615-1500